საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ერთი თვის წინ გაუჩინარებული ნაზიმ ნაბიევის ნათესავებმა აქცია გამართეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ერთი თვის წინ გაუჩინარებული ნაზიმ ნაბიევის ნათესავებმა აქცია გამართეს.

მათი თქმით, 42 წლის ნაზიმ ნაბიევი 4 იანვარს გარდაბნის მუნიციპალიტეტში მეგობართან, ფეხრათ ყურბანოვთან წავიდა, თან 32 ათასი ლარი წაიღო, რადგან საქონელი უნდა ეყიდა. თუმცა მას შემდეგ მისი კვალი არავინ უნახავს.

ოჯახის წევრები მოითხოვენ დროულად გამოიძიონ ნაბიევის საქმე და მის ადგილსამყოფელს მიაკვლიონ. მათივე თქმით, პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

"ზუსტად ერთი თვე გავიდა, არავინ არაფერს ამბობს, მკვდარია თუ ცოცხალი არაფერი ვიცით. ასე როგორ გაქრა, რომ ვერ ნახულობენ კვალს. არც არავინაა დაკავებული. როგორ შეიძლება ასე უყურადღებობა. ჩვენ ვითხოვთ, რომ პოლიციამ მოგვაქციოს ყურდღება, იპოვონ დამნაშავე. თუ რამდენიმე დღეში რაიმე სიახლე არ იქნება, ჩვენ აქციებს გავაგრძელებთ“, - აცხადებენ დაკარგულის ახლობლები.

ფაქტს საგარეჯოს პოლიცია იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა