ხელვაჩაურში, არქეოლოგებმა საბჭოთა პერიოდში დახვრეტილი 29 ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს

ხელვაჩაურში არქეოლოგებმა მეექვსე სამარხი აღმოაჩინეს, რომელშიც 29 ადამიანის ნეშტი იყო. როგორც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, აღნიშნული ნეშტები 1937-38 წლებში სტალინის პერიოდის დროს რეპრესირებულ ადამიანებს ეკუთვნის.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ინფორმაციით, არქეოლოგიურ სამუშაოებში პოლონელი სპეციალისტები იყვნენ ჩართული, რომლებიც თავად ეპარქიამ მოიწვია.

"სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მეექვსე სამარხია, რაც ჩვენი სამუშაოების შედეგად აღმოვაჩინეთ. 2016 წელს მეუფე დიმიტრის ლოცვა -კურთხევით ეს საქმე დავიწყეთ. მანამდე აღმოჩენილ სამარხებიდან 120 ადამიანის ნეშტი ამოვასვენეთ. ამ მეექვსე სამარხში 29 ადამიანის ნეშტია აღმოჩენილი. ნეშტებთან ერთად ვიპოვეთ მონეტები და დახვრეტილთა პირადი ნივთები. ნეშტები1937-38 წლებში სტალინური პერიოდის დროს რეპრესირებულ ადამიანებს ეკუთვნის", - განაცხადეს ბათუმის და ლაზეთის ეპარქიაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო