ამ პროცესში მშენებელ კომპანიას გაუვიდა ნებართვის ვადა, თუმცა იმ მიზნით, რომ არ დარღვეულიყო კერძო მესაკუთრის უფლებები მოხდა პროექტის კორექტირება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა და ამით, ძველ თბილისში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, საკითხი არის მარტივი და პოლიტიკურ სპეკულირებას არ საჭიროებს.
ტყემალაძის განცხადებითვე, ისტორიულ არეალში ამ არქიტექტურისა და მასშტაბების მშენებლობა მიზანშეწონილი არ არის, შედეგად, მერიამ ბოლო სართულის მოხსნაზე ნებართვის მფლობელთან მოლაპარაკებები აწარმოა.
„ამ პროცესში მშენებელ კომპანიას გაუვიდა ნებართვის ვადა, თუმცა იმ მიზნით, რომ არ დარღვეულიყო კერძო მესაკუთრის უფლებები მოხდა პროექტის კორექტირება. საკითხი არის მარტივი და პოლიტიკურ სპეკულირებას არ საჭიროებს. ჩვენი პოზიცია არის მკაფიო: თუ კომპანია ბოლო სართულის მოხსნასთან დაკავშირებით ვალდებულებას არ შეასრულებს, მშენებლობის ნებართვა გაუქმდება”, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"