ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ  16 პროექტი წარადგინა

ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე 16 პროექტი წარადგინა. წარდგენილი პროექტები ოზურგეთში წყალმომარაგების ახალი სისტემების დანერგვას, საცხოვრისი პირობების გაუმჯობესებას, გზების კაპიტალური რეაბილიტაციასა და სოციალური ინფრასტრუქტურის მშენებლობას ეხება.

„პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, „განახლებული რეგიონების პროგრამის“ ფარგლებში უკვე დავიწყეთ ოზურგეთის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია და სრული რეაბილიტაცია. მალე დასრულდება ყოფილი ფოსტის შენობის იერსახის მოწესრიგება და მიმდინარე წელს განახლდება ადმინისტრაციული შენობის ინფრასტრუქტურა. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული მართვის პროგრამის ფარგლებში ვიწყებთ დოლიძისა და ბოლქვაძის ქუჩების რეკონსტრუქცია და რეაბილიტაციას სოფელ შრომაში ვიწყებთ საბავშვო ბაღის მშენებლობას, შედეგად ბავშვები უსაფრთხო და კეთილმოწყობილ შენობაში მიიღებენ შესაბამის მომსახურებას. მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, დაბა ურეკში დავიწყეთ 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა. სოფელ ნაგომარში ვიწყებთ ხანძრის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის საბავშვო ბაღის, საექიმო ამბულატორიისა და ადმინისტრაციული ოფისის აღდგენას - ჯამში დაიხარჯება 300 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან და 300 000 ლარი იაპონიის მთავრობის გრანტიდან.

პროგრამა „იყავი თანამმართველი“ - დასრულდება დაწყებული პროექტები და ასევე, გამოცხადდება ახალი საკონკურსო იდეების მიღება. შესაბამისი დავალებები უკვე გავეცი და იწყება მუნიციპალიტეტის მასშტაბით ქუჩების სახელდებისა და დამისამართების პროცესი, რომლის დასრულების შედეგად, მოსახლეობას საჯარო სერვისები შეუფერხებლად მიეწოდებათ“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ სხდომაზე.

ოზურგეთის მერის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დასრულდება გზის ინფრასტრუქტურული განახლების სამუშაოები.

„ციხისფერდი-გურიანთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე დაიხარჯება 589 728 ლარი; შეკვეთილის საკურორტო ზონაში გზის რეაბილიტაციაზე ჯამში დაიხარჯება 665 360 ლარი; შეკვეთილის საკურორტო ზონაში (კაპროვანში) გზის რეაბილიტაციას 542 016 ლარი მოხმარდება, ხოლო სოფელ ხვარბეთში საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის დაიხარჯება 411 720 ლარი.

ასევე, დასრულდება ჯორჯიაშვილი ქუჩის 1 შესახვევის რეაბილიტაცია - 212 380 ლარი. განხორციელდება სოფელი დვაბზუს ცენტრიდან მაგისტრალურ გზასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტი - 701 178 ლარი. დაიწყება ქალაქ ოზურგეთში, ანასეულის უბანში მეცნიერების ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია - 1 212 340 ლარი. ტენდერი გამოცხადებულია და მარტის ბოლოს დაიწყება აქტიური სამშენებლო სამუშაოები“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

მერმა ყურადღება წყალმომარაგების მასშტაბურ პროექტებზეც გაამახვილა.

„დასრულდება ზემო ნატანების წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა - სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს 700 ოჯახი. ასევე, წვერმაღალას და ზემო ურეკის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა, სადაც სტაბილური წყალმომარაგებით 400 ოჯახი ისარგებლებს. იწყება ცხემლისხიდის, დვაბზუს და მშვიდობაურის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა - წყალმომარაგებით ისარგებლებს 1200 ოჯახი. ასევე იწყება ქალაქ ოზურგეთის წყალმომარაგების ქსელის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები და გამრიცხველიანება. პროექტირების პერიოდი არის 8 თვე, მშენებლობის პერიოდი 18 თვე, დასრულების სავარაუდო თარიღი 2024 წლის მაისი. პროექტის სავარაუდო ღირებულება 7 500 00 ლარი. პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი 24 საათიანი წყალმომარაგებით. სოფელ ლიხაურში დავასრულებთ ე.წ. ოქროს მუხუროს უბანში წყლის სისტემის მშენებლობას - ჯამში დაიხარჯება 274 174 ლარი; ძიმითში ასევე დავასრულებთ ე.წ. ნასაკირალის უბანში წყლის სისტემის მშენებლობას, რისთვისაც დაიხარჯება 52 146 ლარი“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ოზურგეთში ფარნავაზ მეფის ქუჩა N1 -ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის იერსახის განახლება დაიწყებამ, ეს არის საწყისი ეტაპი კორპუსების განახლების პროგრამის ფარგლებში, რისთვისაც 1 366 136 ლარი დაიხარჯება. მერის თქმით, აღნიშნული პროექტი მათი წინასაარჩევნო დაპირება და 8 პუნქტიანი გეგმის ნაწილი იყო.

ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, ამიერიდან სამუშაო სხდომები და საკითხები, რომელსაც განიხილავენ, ინტერნეტ მედიითაც გადაიცემა და მოქალაქეებს ექნებათ საშუალება თვალი ადევნონ, თუ რა საკითხები გამოდის მერიის სხდომებზე, რა დავალებები გაიცემა და რა იგეგმება ოზურგეთში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო