„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ დაფინანსებით მცირე მეწარმეების მხარდამჭერი პროექტი ,,ეიპიემ ტერმინალს  ფოთისთვის" ხორციელდება

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ დაფინანსებით მცირე მეწარმეების მხარდამჭერი პროექტი ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთისთვის" ხორციელდება.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ინფორმაციით, პროგრამა მიზნად ისახავს ქ. ფოთში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მცირე ბიზნესის მხარდაჭერის გზით და შესაძლებლობას აძლევს დამწყებ და გამოცდილ მეწარმეებს კონკურსის წესით მოიპოვონ თანამონაწილეობრივი მიზნობრივი დაფინანსება და გაიუმჯობესონ ბიზნესის კეთების უნარ-ჩვევები.

გივი გიგიბერია საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია, რომლის საცხობიც ფოთში ცოტა ხნის წინ გაიხსნა.

„ფოთში ერთ-ერთ აქტიურ უბანში ვცხოვრობ, სადაც რამდენიმე სამუშაო ობიექტია გარშემო, მათ შორის სკოლა. ამ გარემოებიდან გამომდინარე, დიდი ხანი მინდოდა სახლის გარეთ ტერიტორია ამეთვისებინა, მით უმეტეს, რომ ახლოს არსად არ არის საცხობი.

გრანტის პირობების გაცნობის შემდეგ მივხვდი, რომ კრიტერიუმებს ვაკმაყოფილებდი. მჭირდებოდა დანადგარები, რომ ჩემი ბიზნეს იდეა რეალობად მექცია.

ახლა მაქვს თონე და ცხობისთვის საჭირო მოწყობილობები; პირველ ეტაპზე მცხობელის აყვანას ვაპირებ, თუმცა მე თვითონ მაქვს ინტერესი, რომ ცხობა ვისწავლო და თავად დავსაქმდე. 2-3 თვეში ვფიქრობ სრულფასოვნად ავითვისებ ამ პროფესიას და ჩემს საცხობში სრული დატვირთვით ვიმუშავებ, საჭიროების მიხედვით კი მცხობელსა და კონდიტერს დავასაქმებ.

მსგავსი საგრანტო კონკურსები დიდი სტიმულია ადამიანებისათვის, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ ბიზნესში; საკუთარი ბიზნესის წამოწყება დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა ამავდროულად ძალიან კარგი გამოცდილება და სტიმულია წარმატებული ბიზნეს საქმიანობისთვის", - ამბობს პროგრამის ბენეფიციარი.

ამასთან, ინგა ალანიამ, საოჯახო ბიზნესის გასავითარებლად, საგრანტო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა, რის შედეგადაც საოჯახო ბიზნესის გაფართოებას აპირებს.

,,დაახლოებით 6-7 წელია ბოცვრების მოშენება ჩემი ოჯახის მთავარი საქმიანობაა. მას შემდეგ ტექნოლოგიურად ბევრი რამ შეიცვალა, შესაძლებელი გახდა კვებისთვის საჭირო დანადგარების შეძენა.

იმისთვის, რომ ბიზნესი წარმატებული იყოს, ყველა დეტალი საყურადღებოა, განსაკუთრებით კი კვებაა მნიშვნელოვანი. ადრე ფოთის წისქვილში დავდიოდით და იქ ვფქვავდით მარცვლოვან მცენარეებს. საგრანტო პროგრამამ ეს საქმე გამიიოლა, რადგან მცირე გრანტის დახმარებით მინი წისქვილი და საკვები გრანულების დამამზადებელი აპარატი შევიძინე. ახლა თავად ვამზადებ ეკოლოგიურად სუფთა საკვებს ჩვენი ბოცვრებისთვის, რითიც მნიშვნელოვნად დავზოგე ფინანსები და დრო. ამის გარდა, გრანტის საშუალებით დამატებითი გალიები შევიძინე. ვგეგმავ ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოებას, რადგან საკვები ობიექტებიდან მუდამ არის მოთხოვნა ხორცზე, რასაც ამჟამად სრულად ვერ ვაკმაყოფილებ", - ამბობს ინგა ალანია.

მცირე მეწარმეების მხარდამჭერი პროგრამა გასულ წელს დაიწყო და 80-ზე მეტი ადგილობრივი მეწარმე დაფინანსდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა