კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 7 დღის განმავლობაში 29.28 %-ს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 4 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 30.36%-ს შეადგენს, ბოლო 14 დღის კი - 26.16%-ს.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 134 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 33 პაციენტი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"