ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბალახაური, ხიდისყური და ნახიდური, 810 ჰექტარ მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ქართლში, არახლოსა და რანჩპარის მაგისტრალური არხების რეაბილიტაციას ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის ღირებულება 2 627 500 ლარია. სამუშაოების განხორციელების შედეგად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბალახაური, ხიდისყური და ნახიდური 810 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

როგორც ბოლნისის მერიაში განმარტავენ, სამუშაოების ფარგლებში, ორივე არხი გასუფთავდება ხე-ბუჩქნარისაგან. არახლოს არხზე მოეწყობა 6,3 კმ სიგრძის რკინაბეტონის არხი, ხოლო რანჩპარის 3 კმ გრუნტიანი არხი საპროექტო ნიშნულამდე აღდგება. ასევე, ორივე არხზე მოეწყობა სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობები.

მიმდინარე სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე, რეგიონალური სამსახურის უფროსი დავით კიკოლაშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი ადგილზე გაეცნენ.

ბოლნისის მერიის ცნობით, ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო 9 წლის განმავლობაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 60 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა, რის შედეგადაც რეგულარულ სარწყავში გადასაყვანი მიწის ფართობი გაიზარდა 32,570 ჰექტარით, ხოლო მიწების წყლით უზრუნველყოფა გაუმჯობესდა 24,820 ჰექტარზე.

დღეისათვის 6,5 მლნ ლარის ღირებულების 4 პროექტი მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ რეგულარულ სარწყავში გადასაყვანი მიწის ფართობი გაიზრდება 2500 ჰექტარით, ხოლო მიწების წყლით უზრუნველყოფა გაუმჯობესდება 810 ჰექტარზე.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები აგვისტოში დასრულდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს