იმერეთის 20 სოფელი ვაქცინაციის კამპანიაში ჩაერთო​

იმუნიზაციის პოპულარიზაციისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, საქართველოს მასშტაბით ვაქცინაციის კამპანია გრძელდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები და ადგილზე ვაქცინაცია იმერეთის 20-მდე სოფელში მიმდინარეობს.

“პროცესს რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული და ზესტაფონის მერი ადგილზე გაეცნენ. ვაქცინაციის კამპანია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება. კამპანია სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის ადგილზე ვაქცინაციას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ ამ ასაკის მოსახლეობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფულადი წახალისების პროგრამა მიმდინარეობს, რომელიც პირველ აცრაზე 200 ლარის, ხოლო, დამატებითი, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100-ლარიანი დანამატის მიღებას გულისხმობს”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა