აჭარაში გზების და სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების წმენდის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, 21:00 საათის მდგომარეობით ელექტროენერგია მიეწოდება ყველა აბონენტს. გაწმენდილია ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები. ამასთან, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტმენტის სპეციალური ტექნიკა თემებთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.

„ბათუმის ქუჩების და სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულია 200-ზე მეტი ადამიანური რესურსი. სპეციალური ტექნიკით იწმინდება გზის სავალი ნაწილი. პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარებისა და სანიაღვრე ცხაურების მოწესრიგება.

რეგულარულად ხორციელდება ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხებისა და სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია