მედია - გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ლიდერები ბერლინში უკრაინის საკითხზე შეხვედრას გამართავენ

გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ლიდერები ბერლინში უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებაზე შეხვედრას გამართავენ.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ბერლინში ,,ვაიმარის სამკუთხედის“ ფორმატში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება.

პოლონური სააგენტო RMF24 იუწყება, რომ ამის შესახებ დუდას კაბინეტის ხელმძღვანელმა პაველ შროტმა განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა სამშაბათს, 8 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გაიმართება. მხარეები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების საკითხების განხილვას გეგმავენ.

მანამდე პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა იაკობ კუმოჩმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების თემა უკრაინა იქნება.

,,საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი სხვადასხვა სახის ქმედებას ახორციელებენ უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. თითოეულ ამ ქვეყანას აქვს თავისი კონტაქტები და სამი დიდი ევროპული სახელმწიფოს ლიდერებმა უნდა გაცვალონ ეს კონტაქტები. ვფიქრობ, ეს ასევე იქნება შესაძლებლობა პრეზიდენტ დუდასთვის, მოხსენება წარადგინოს პეკინში გამართული მოლაპარაკებების შესახებ“, - განაცხადა კუმოჩმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამივე ქვეყანას აქვს სურვილი, ამდენი ხნის შემდეგ პირველად შეხვდნენ ,,ვაიმარის სამკუთხედის“ ფორმატში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის