"მთის კურორტების განვითარების კომპანიაში" აცხადებენ, რომ ბაკურიანში საბაგიროს გაჩერება ძაბვის ვარდნამ გამოიწვია, მიმდინარეობს საბაგიროდან დამსვენებელთა ჩამოყვანა

"მთის კურორტების განვითარების" კომპანიაში აცხადებენ, რომ ბაკურიანში, მიტარბის პირველ ტრასასთან არსებული საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გაჩერდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიაში განუმარტეს, ადგილზე მობილიზებულები არიან მაშველები და მიმდინარეობს პრობლემის მოგვარება.
"ადგილზე იმყოფებიან მაშველები და მიმდინარეობს დამსვენებელთა ჩამოყვანა",- განაცხადეს კომპანიაში.
ინფორმაციისთვის, ბაკურიანში, მიტარბის პირველ ტრასასთან მყოფი დამსვენებლები დახმარებას ითხოვენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, უკვე ნახევარი საათია საბაგირო გაჩერებულია, დამსვენებლები კი ჩამოსვლას ვერ ახერხებენ. არსებული ინფორმაციით, საბაგიროთი დაახლოებით 50-ამდე პირი გადაადგილდებოდა.

























