ერთ-ერთი დამსვენებლის ინფორმაციით, ბაკურიანში გაჩერებული საბაგიროდან მგზავრების ნაწილი გამოიყვანეს

ერთ-ერთი დამსვენებლის ინფორმაციით, ბაკურიანში გაჩერებული საბაგიროდან მგზავრების ნაწილი გამოიყვანეს

მაშველებმა ბაკურიანში მიტარბის გაჩერებული საბაგიროდან მგზავრების ნაწილი უკვე გამოიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა დამსვენებელმა განუცხადა, საევაკუაციო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

ბაკურიანში, მიტარბის საბაგირო დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩერდა. არსებული ინფორმაციით, საბაგიროთი დაახლოებით 50 ადამიანი გადაადგილდებოდა. როგორც მთის განვითარების კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული ძაბვის ვარდნამ გამოიწვია.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მაშველები მუშაობენ და მიმდინარეობს მგზავრების გამოყვანა.