ჯო ბაიდენმა და ნაფთალი ბენეტმა გლობალურ გამოწვევებზე, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო აგრესიაზე ისაუბრეს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ნაფთალი ბენეტს ტელეფონით ესაუბრა, - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„ლიდერებმა განიხილეს საერთო უსაფრთხოებისა და სხვა გამოწვევები ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, მათ შორის ირანისა და მისი მარიონეტების მიერ შექმნილი საფრთხე”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენმა და ნაფთალი ბენეტმა, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო აგრესიაზეც ისაუბრეს.

„ორმა ლიდერმა ასევე განიხილა გლობალური გამოწვევები ახლო აღმოსავლეთის რეგიონის გარეთ, მათ შორის რუსეთის შესაძლო შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა ისრაელის უსაფრთხოებისა და მოქმედების თავისუფლების მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატა. მან ასევე მადლობა გადაუხადა ნაფთალი ბენეტს ისრაელში მიწვევისთვის და განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის მიმდინარე წელს ისრაელში ვიზიტს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე