ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს სოფლებში ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს

საქართველოს სოფლებში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის ყველა სოფელში 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ აცრა, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში გაიკეთონ, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტით უკვე ისარგებლეს იმერეთის რეგიონში. ჭიათურასა და ხარაგაულში ადგილობრივებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

კამპანიის ფარგლებში, ჭიათურაში ამცრელ პუნქტამდე, სოფელ უსახელოსა და ბერეთისის მცხოვრებთა ტრანსპორტირება მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო.

ამასთან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კიცხის, ვარძიის და ხიდრის სოფლების მოსახლეობა, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ადგილზე, მობილური ამცრელი ბრიგადების საშუალებით აიცრნენ. ნაწილმა კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა, ნაწილმა კი „ბუსტერი“ გაიკეთა.

„ვაქცინაციის კამპანიისა და მასთან დაკავშირებული წამახალისებელი პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება მცხეთა-მთიანეთის რეგიონშიც. თიანეთის მუნიციპალიტეტისა და სოფელ მუხრანის მაცხოვრებლებს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ. ადგილზევე მოხდა მსურველთა ვაქცინაცია.

პერმანენტულ რეჟიმში მიმდინარეობს ვაქცინაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრები აჭარის რეგიონშიც. მთავარი სამიზნე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურია, სადაც მოსახლეობის ვაქვინაციით მოცვა შედარებით დაბალია. კამპანიის ფარგლებში, რეგიონის მაცხოვრებლებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა. საუბრის მთავარი თემა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის უსაფრთხოებას შეეხებოდა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სოფლებში, სადაც კოვიდ-19-ის ვაქცინით მოცვა შედარებით დაბალია, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები აქტიურად იმართება. სოფლად ვაქცინაციის კამპანია რეგიონებში მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის იმუნიზაციას ისახავს მიზნად, რაც თავის მხრივ, ავადობის შემცირებასა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას განაპირობებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მოქმედებს ფულადი წახალისების პროგრამა, რომელიც პირველ აცრაზე 200 ლარს, ხოლო დამატებით ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარიან დანამატს მიიღებს. პროგრამა თებერვლის ბოლომდე გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის