მამუკა ხაზარაძე „ლელოს“ წევრებთან ერთად რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მისი პარტიის მიერ წამოწყებულ სოციალურ პროექტ #თქვენთანერთად ფარგლებში, რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრას და მათი პრობლემების იდენტიფიცირებას აგრძელებს.

„ლელოს“ ინფორმაციით, პარტიის ლიდერი მამუკა ხაზარაძე და საორგანიზაციო მდივანი თაზო დათუნაშვილი სამტერდიის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდნენ.

მათი ცნობით, სოფელ დაფნარში, ისევე როგორც სამტრედიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, არ არის საბავშვო ბაღები, რის გამოც ბავშვები მოკლებულნი არიან საშუალებას, განათლება საკუთარ სოფლებში მიიღონ.

ხაზარაძემ სოფელ დაფნარში მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ „ლელო“ ყველა ბერკეტს და საპარლამენტო მანდატს გამოიყენებს, რათა ხელისუფლებამ მათი საჭიროებები განახორციელოს.

„ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, რომ გააკეთოს ის, რაც თქვენ გჭირდებათ. სოფლებში ადამიანებს არ აქვთ წყალი, ბუნებრივი აირი, გზები. თქვენს სოფელს არ აქვს სკოლა და ბაღი, ეს წარმოუდგენელია. ჩვენ ბოლომდე ვიდგებით თქვენს გვერდით, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს და ტრიბუნას, საპარლამენტო მანდატს და საკრებულოებში ჩვენს წარმომადგენლობას, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ შეასრულოს და გააკეთოს ის, რაც თქვენ გჭირდებათ. ამისთვის ერთად უნდა ვიმოქმედოთ. მთავარია, არ მოეშვათ, მთავარია იცოდეთ, რა გინდათ და ბოლომდე მიაწვეთ. არ გაჩერდეთ, არ დანებდეთ და ერთად ყველაფერი გამოგვივა, „ლელო“ და ჩვენი ყველა წევრი თქვენს გვერდით იდგება ბოლომდე, სანამ წარმატებას არ მივაღწევთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძე

„ლელოს“ ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის გამგეობა დაფნარის მოსახლეობას სხვა სოფლების საბავშვო ბაღებში ტრანსპორტირებას სთავაზობს, თუმცა მშობლები უსაფრთხოების და პანდემიის გამო უარს ამბობენ.

„დაფნარი სკოლის გარეშეც არის დარჩენილი. სოფელში, სადაც 700-მდე მოსახლეა, ისტორიული სკოლა, რომელშიც აკაკი შანიძე სწავლობდა დაანგრიეს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მოსახლეობას დაპირდნენ ახალ სკოლასა და საბავშვო ბაღს, თუმცა პრობლემა დღემდე არ არის მოგვარებული.

„ლელოს“ ლიდერი სოფელ ნოღაშიც ჩავიდა, სადაც სავალალო მდგომარეობაში მყოფ აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმის წინაშე არსებულ პრობლემებს გაეცნო“,- აღნიშნულია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო