თელავის მერია სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით სოფელ კურდღელაურში „მთავრობამ პარტიული ნიშნით მოახდინა დაზიანებული სახლების სახურავების რეაბილიტაცია“

თელავის მუნიციპალიტეტის მერია სიცრუეს უწოდებს „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომლის მიხედვით სოფელ კურდღელაურში „მთავრობამ პარტიული ნიშნით მოახდინა დაზიანებული სახლების სახურავების რეაბილიტაცია“.

ამის შესახებ თელავის მერია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სახლები, რომელზეც სიუჟეტშია საუბარი, არა სტიქიით, არამედ სიძველისგან არის დაზიანებული.

„გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ სტიქია, რომელმაც სოფელ კურდღელაურში და სოფელ კონდოლში საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა, მოხდა არა გასულ წელს, როგორც ამას ჟურნალისტი აღნიშნავს, არამედ 2020 წლის 15 ივლისს. სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების მდგომარეობა სრულად შეისწავლა სპეციალურმა კომისიამ, რის შემდეგადაც მთავრობის მიერ მოეწყო 300-მდე ახალი სახურავი. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ იმ მოქალაქეების სახლები, რომელზეც საუბარია სიუჟეტში, არა სტიქიით, არამედ სიძველისგან არის დაზიანებული, მსგავს შემთხვევებში, მერიას აქვს სოციალური პროგრამა, რომელიც ქირით უზრუნველყოფას გულისხმობს. იმ შემთხვევაში, თუ სახლი არის საცხოვრებლად საშიში, თელავის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ოჯახის უსაფრთხო გარემოში გადაყვანას ქირით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში.

აქვე დამატებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2021 წელს სტიქია იყო თელავის მუნიციპალიტეტის რამოდენიმე სოფელში - კურდღელაურში, კონდოლში, ნაფარეულში, ვანთაში, აკურაში, ქვემო ხოდაშენსა და წინანდალში, რამაც არა სახლების სახურავები არამედ ადგილობრივი მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა, მაშინ სოფელ კურდღელაურში - 25 ბენეფიციარს ჩაერიცხა - 52,141.30 ლარი, ანაზღაურდა დაახლოებით 17.40ჰა დასეტყვილ ვენახზე მისაღები ყურძნის მოსავალი;

ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი მოქალაქეებზე ზრუნვაა, შესაბამისად ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს მთავრობამ პარტიული ნიშნით მოახდინა დაზიანებული სახლების სახურავების რეაბილიტაცია, არის სიცრუე, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, იმ შემთხვევაში კი თუ მოქალაქეს საცხოვრებელი სახლი დაზიანებული აქვს სტიქიის შედეგად, შეუძლია განცხადებით მიმართოს თელავის მუნიციპალიტეტის მერიას, მოქალაქის განცხადება განიხილება და განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები“,- ნათქვამია თელავის მერიის განცხადებაში.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს