ვალენტინობის დღის საუკეთესო საჩუქრების იდეები – TOP 6

სიყვარულის დღე ახლოვდება და სულ უფრო ცოტა დრო გვრჩება საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის შესარჩევად. ამ დღეს ყველას სურს განსაკუთრებულად გამოხატოს თავისი გრძნობები და საყვარელ ადამიანს სასიამოვნო სიურპრიზი გაუკეთოს. Kontakt Home კი გეგმავს დაეხმაროს შეყვარებულ წყვილებს ბედნიერების პოვნაში და სიყვარულის დღისთვის ყველაზე მხურვალე აქცია შესთავაზოს: 50%-მდე ფასდაკლება სხვადასხვა ასორტიმენტის პროდუქციაზე, რომელიც თქვენი მეწყვილის გულს მარტივად მოიგებს! აქცია ძალაშია 9-დან 15 თებერვლამდე, პროდუქტის შეძენა კონტაქტის მაღაზიაში კი შესაძლებელია როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე ხელსაყრელი საკრედიტო პირობებით.

არაფერი შეედრება იმ შეგრძნებას, როცა თქვენთვის ძვირფასი ადამიანი საჩუქარს ხსნის და უთქმელად ხვდებით, რომ მიზანში მოახვედრეთ, თუმცა ამ მიზნის მიღწევა მარტივი არ არის და მას წინ მრავალსაათიანი ფიქრი უძღვის ხოლმე. ასე რომ, თუ კვლავ ეძებთ საჩუქარს, რომელსაც წლების შემდეგაც გაიხსენებთ, განაგრძეთ ამ სტატიის კითხვა. ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე იდეას, რომლებიც მოვამზადეთ Kontakt Home-თან ერთად და დაგეხმარებათ როგორც 14 თებერვლამდე არჩევანის გაკეთებაში, ასევე თქვენი სიყვარულის გაძლიერებაში:

ბედნიერი წუთები სიცოცხლეს გვიხანგრძლივებს, ფირის ფოტოაპარატს კი შეუძლია ჩვენი ცხოვრების ბედნიერი წამები გააჩეროს, კადრზე აღბეჭდოს და მთელი ცხოვრება შემოგვინახოს. ასეთ საჩუქარს ნამდვილად შეუძლია თქვენი საყვარელი ადამიანის გახარება. Instax mini 11 დაგეხმარებათ თქვენი სიყვარულის ისტორია დაუვიწყარ ამბად აქციოთ და სახლის კედლები თქვენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი მომენტებით დაამშვენოთ. რაც მთავარია, აქციის ფარგლებში, Instax mini 11-ის შეძენა შესაძლებელია 299.99 ლარად, ნაცვლად 419.99 ლარისა.

სმარტფონები დღესდღეისობით სასიცოცხლო მნიშვნელობის ნივთია და მის გარეშე სრულყოფილად ფუნქციონირება თანამედროვე რეალობაში თითქმის წარმოუდგენელია. iPhone 11-ს კი სასურველ საჩუქრებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია. მაშინ, როდესაც საყვარელ ადამიანებთან კონტაქტი განსაკუთრებულად ფასეულია, თქვენთვის სასურველი ადრესატისთვის iPhone 11-ის საჩუქრად გადაცემა ძალიან გონივრული სვლა იქნება, თქვენს ურთიერთობას კი დამატებით რომანტიულ ელფერს შესძენს. ორწლიანი განვადების შემთხვევაში, Kontakt Home-ის მაღაზიაში iPhone 11-ს შეძენას თვეში 103 ლარად შეძლებთ, აქციის პირობა ძალაშია 15 თებერვლამდე!

21-ე საუკუნეში მაჯის საათმა, დროის ჩვენების გარდა, სხვა მრავალი მნიშვნელობაც შეიძინა და ჩვენი ყოველდღიურობის მოწესრიგების მისია იტვირთა. XIAOMI-ის სმარტ საათი გააკონტროლებს თქვენი საყვარელი ადამიანის მაჯისცემას, მრავალფუნქციურობით იზრუნებენ მის ჯანმრთელობაზე და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ საყვარელი ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი მასთან გატარებული დროა, სმარტ საათი კი დაგეხმარებათ თქვენი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი წუთის შეხსენებაში. აქციის ფარგლებში, XIAOMI-ს სმრტ საათის შეძენას Kontakt Home-ში 169,99 ლარად შეძლებთ!

თუ გსურთ სიყვარულის რიტმები ყველგან თან გახლდეთ - ღია ცის ქვეშ, კემპინგზე, მთასა თუ ბარში მოგზაურობისას, მაშინ JBL CLIP 4-ის პორტატული აკუსტიკა საუკეთესო საჩუქარია თქვენი პარტნიორისთვის. რაც მთავარია, დინამიკი აღჭურვილია წყალგაუმტარი სისტემით, საკეტის მეშვეობით კი მისი გადატანა მეტად მარტივი და მოსახერხებელია. შეგიძლიათ, პორტატული აკუსტიკა მოათავსოთ ჩანთაში ან მიიმაგროთ ტანსაცმელზე. მძლავრი ელემენტის წყალობით კი თქვენს სიყვარულს ხანგრძლივად დაამშვენებს მუსიკალური ჰანგები ნებისმიერ შორეულ მოგზაურობაში. ასე რომ იჩქარე და შეიძინე საუკეთესო მუსიკალური თანამგზავრი Kontakt Home-ში მხოლოდ 199,99 ლარად!

მუსიკა ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თუ ზოგს არც რელაქსაცია და არც საქმეზე კონცენტრაცია გამოსდის მუსიკალური ფონის გარეშე, ბევრისთვის მას წმინდა რიტუალური მნიშვნელობა აქვს - განმარტოვდე საკუთარ თავთან, ფიქრებთან თუ ოცნებებთან. JBL-ის ყურსასმენები საუკეთესო საჩუქარია სიყვარულის დღისთვის, რომელიც თქვენს ძვირფას ადამიანებს დაეხმარება დროის სასიამოვნოდ და ხარისხიანად გატარებაში. სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, Kontakt Home-ში, ყურსასმენის შეძენა შესაძლებელია 299,99 ლარად. აქცია მოქმედებს შეზღუდული დროით.

საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი, თუმცა არც თუ ისე კომფორტული პროცედურაა. სიყვარულის დღეს თქვენი პარტნიორისთვის სწორად შერჩეულმა საჩუქარმა მისთვის ყველაზე უსიამოვნო რუტინაც კი შეიძლება აქციოს ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად. BRAUN-ის აპარატით თქვენი საყვარელი მამაკაცი დაზოგავს დროს, რომელსაც ის წვერის გაპარსვისას ხარჯავს. თავის მოვლის რუტინა მეტად სასიამოვნოა, როდესაც მასზე ზრუნვას მაღალი ხარისხის ტექნიკას მიანდობთ. 15 თებერვლამდე Kontakt Home-ში მომხმარებლები BRAUN-ს წვერსაპარსის შეძენას გრანდიოზული ფასდაკლებით შეძლებენ: 219.99 ლარი ნაცვლად 459.99 ლარისა!

თქვენი საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის შერჩევა Kontakt Home-ში უფრო მარტივი და მომგებიანია. ასე რომ, გვესტუმრეთ თბილისში, სავაჭრო ცენტრ Tbilisi Central-ის მე-2 სართულზე, აქციებს კი თვალი მიადევნეთ ჩვენს ინსტაგრამ და ფეისბუქ გვერდებზე:

Kontakt Home-ში ყველაფერია თქვენი ბედნიერებისთვის! ელექტრო ტექნიკის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ტექსტილისა და MADAME COCO-ს პროდუქციის ყველაზე დიდი არჩევანი საუკეთესო ფასის გარანტიით და განვადების ყველაზე ხელსაყრელი პირობებით.

სიყვარულით შერჩეული საჩუქარი ყოველთვის გაახარებს თქვენს მეორე ნახევარს. ასე რომ, აჩუქეთ მთელი გულით და გვერწმუნეთ, ყველაფერი გამოგივათ!

(R)

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა