საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე - საკრებულოში მერიის სამსახურის უფროსების მისვლა, თუნდაც ვიცე-მერის, არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ოთარ გრიგოლიას განცხადებით, საკრებულოში მერიის სამსახურის უფროსების მისვლა, თუნდაც ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძის, არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ჩნდება ეჭვი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უკანონო მშენებლობების საკითხის პოლიტიკური სპეკულაციისთვის გამოყენება სურს.

ამასთან, ოთარ გრიგოლიას განმარტებით, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ საკითხზე კონკრეტული გეგმა გააჩნია, შეეძლო საკრებულოში სხვადასხვა ფორმატში განეხილა.

„არანაირი პრობლემა არ არის მერიის სამსახურის უფროსების, თუნდაც ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძის საკრებულოში მოსვლა. ეს 4-პუნქტიანი გეგმა ჩვენ ახლა პირველად გავიგეთ. თუ ჩვენს კოლეგებს სურდათ ამ საქმის წინ წაწევა, კონსულტაციების გავლა და ამ 4 პუნქტის მერიის აღსრულებაში გადატანა, ჩვენთან კონსულტაციების გავლა, პირველ რიგში, არის საკრებულოში სხვადასხვა ფორმატი, სადაც ამ საკითხების განხილვა შეიძლება. შესაძლოა, ამ ადამიანებს ვეთანხმებით, არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეს, რომ საქმის კურსში არ უნდა ჩავეყენებინეთ. მეორე საკითხია ის, რომ მერიის სამსახურების წარმომადგენლებს საკრებულოში მოსვლის პრობლემა არ აქვთ. როდესაც ასე ისმევა საკითხი, რომ არც ერთი საქმის კურსში არ ვართ და საკითხი არც კომისიაზე გამოუტანიათ, ეს ძალიან დიდ ეჭვს ბადებს იმისა, რომ ეს 4-პუნქტიანი გეგმა ამ ადამიანებს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის სჭირდებათ. ჩვენ ამაში მონაწილეობის არც დრო და არც სურვილი გვაქვს“, - განაცხადა გრიგოლიამ.

მისი თქმით, უკანონო მშენებლობის ყველა ფაქტთან დაკავშირებით თბილისის მერიამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა.

„ყველა სამართალდარღვევაზე მუნიციპალიტეტს რეაგირება მოხდენილი აქვს და კომპეტენციის ფარგლებში, ყველანაირი სამართლებრივი ღონისძიება არის გატარებული“, -განაცხადა გრიგოლიამ.

ცნობისთვის, ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღევანდელ სხდომაზე უკანონო მშენებლობების საკითხზე თბილისის ვიცე-მერი,ირაკლი ხმალაძე დაიბარა, თუმცა ის არ გამოცხადდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს