კარალეთში ოთარ სუხიტაშვილის სახელობის მემორიალი და სკვერი მოეწყობა

კარალეთში, 2008 წლის ომის დროს უგზო - უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცის, ოთარ სუხიტაშვილის სახელობის მემორიალი და სკვერი მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სამშობლოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლას შეწირული ჯარისკაცის სახელის უკვდავსაყოფად, მის მშობლიურ სოფელში, მისივე სახელობის მემორიალისა და სკვერის მოწყობა, ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფლის ცენტრში იგეგმება.

„ოთარ სუხიტაშვილი კარალეთში დაიბადა. რუსეთ-საქართველოს ომის დროს ტანკი, რომელსაც ის მართავდა, ქართული საბრძოლო მანქანების კოლონას ცხინვალისკენ მიუძღვოდა. ჯავშანტექნიკა მოწინააღმდეგემ 8 აგვისტოს გაანადგურა. მას შემდეგ ეკიპაჟის სამივე წევრი, მათ შორის კაპრალი ოთარ სუხიტაშვილი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთარ სუხიტაშვილის სახელობის მემორიალისა და სკვერის მოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში დასრულდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?