რუსთავის საკრებულოში თანამდებობები ოპოზიციურმა პარტიებმა დაიკავეს

რუსთავში საკრებულოში თავმჯდომარისა და სამივე მოადგილის თანამდებობები პარტია „საქართველოსთვის“ და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გადაინაწილეს.

როგორც ცნობილია, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ნოდარ შეროზია იკავებს. ამავე პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენელი - ზაზა ჯაიანი თავმჯდომარის მოადგილეა. თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ალექსანდრე ბერიძემ დაიკავა. დღევანდელ სხდომაზე კი კიდევ ერთი მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე, 18 ხმით, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დეპუტატი თინათინ ლოცულაშვილი აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ "ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომელთაც თავმჯდომარის შეთავაზების მიუხედავად, დღესაც უარი თქვეს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე საკუთარი კანდიდატის დასახელებაზე.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ საკრებულოში თანამდებობების არ დაკავების გადაწყვეტილება, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე უპასუხისმგებლობა უწოდა პარტია "საქართველოსთვის“ წევრმა, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიამ.

„ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ თანამდებობის დაკავება სულ არ არის საჭირო იმისთვის, რომ მათ საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ.

„ძალიან არასერიოზულია, როდესაც უპასუხისმგებლობაზე გველაპარაკება ძალა, რომელმაც პირველივე სხდომა დატოვა, "ქართული ოცნების“ კანდიდატს არა თუ მხარი არ დაუჭირა, საერთოდ არაფერში მონაწილეობა არ მიიღო და სხდომა ჩაშალა. რაც შეეხება საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობის მიღებას, ამისთვის არ არის საჭირო რაიმე პოზიცია ან თანამდებობა გეკავოს", - განაცხადა პარტია "ქართული ოცნებიდან" რუსთავის საკრებულოს დეპუტატმა მარი ლიპარტელიანმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს