„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" პროგრამის ფარგლებში 70 ოჯახს ბინები გადაეცემა

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" პროგრამის ფარგლებში 70 ოჯახს ბინები გადაეცემა. უსაფრთხო საცხოვრისით, 2025 წლამდე, ბათუმში 3000 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აჭარის მთავრობამ და ბათუმის მერიამ სამთავრობო პროგრამა ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" განხორციელება უკვე დაიწყო.

„70 ოჯახს უკვე დღეიდან მოუგვარდება ბინების პრობლემა. ოჯახებს ბინები აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის საბინაო ფონდიდან გადაეცემათ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ბათუმში რურუას ქუჩაზე #1 ავარიულ კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას ადგილზე გააცნეს გადაწყვეტილების შესახებ. კორპუსის მაცხოვრებლები სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრობდნენ. აღნიშნული ოჯახები ბათუმის მერიის მიერ ქირის იყვნენ გაყვანილი. მოსახლეობას ბინები გადაეცემათ დასრულებულ საცხოვრებელ კომპლექსში სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში.

პროგრამა ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" ფარგლებში, ბათუმში არსებული ყველა ავარიული შენობა თანამედროვე ტიპის საცხოვრებლით ჩანაცვლდება. ბათუმში 3000-ზე მეტი ოჯახი ავარიულ პირობებში ცხოვრობს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 4 წლის განმავლობაში, საჭიროების მქონე ყველა ოჯახი, უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო საცხოვრისით. პროგრამის ბიუჯეტი 80 მლნ ლარს შეადგენს და ავარიული სახლების ჩანაცვლება ეტაპობრივად განხორციელდება. პროგრამის განსახორციელებლად მხოლოდ 2022 წლის ბიუჯეტში 20 მლნ ლარი იქნება გათვალისწინებული. საბიუჯეტო პროგრამის პარალელურად განხორციელდება ავარიული და საცხოვრებლად გამოუსადეგარი საცხოვრებელი სახლების გამოთავისუფლებული მიწის ნაკვეთების კერძო სექტორისთვის შეთავაზება. უკვე დაწყებულია პრობლემის მოგვარება ე.წ შანხაის დასახლებაში, სადაც ავარიულ სახლებში მცხოვრები 150 ოჯახისთვის შენდება ახალი საცხოვრებელი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს