„საქნახშირი“ „მინდელის“ შახტზე მომხდარი შემთხვევის შესახებ  პირველად შედეგებს აქვეყნებს

„საქნახშირი“„მინდელის“ შახტზე მომხდარი შემთხვევის შესახებ, პირველად შედეგებზე ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ აფეთქება გამოიწვია ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ შემთხვევის ადგილზე საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას, ასევე საგაზო დაცვის სამსახურის (სადისპეჩეროს) მხრიდან აფეთქების ნებართვის გაცემამ.

განცხადების თანახმად, მომხდარზე შესაბამისი უწყებები და „საქნახშირის“ სპეციალური კომისია საბოლოო დასკვნას თვის ბოლოს გააკეთებს.

„30 იანვარს, „მინდელის“ სახელობის შახტზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძება მიმდინარეობს. მომხდარის შესახებ დეტალები შრომის ინსპექციამაც გამოიკვლია. ამასთანავე, „საქნახშირში“ შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც საქმის დეტალებს იკვლევს და რომლის საბოლოო დასკვნაც მარტის დასაწყისში გახდება ცნობილი. „საქნახშირმა“ წარმოადგინა კვლევის პირველადი შედეგები, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთმა შედეგმა შესაძლოა მოდიფიცირება განიცადოს, რადგან კვლევა არ დასრულებულა და მიმდინარეობს დამატებითი გარემოებების დადგენა.

ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ აფეთქება გამოიწვია ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ შემთხვევის ადგილზე საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას, ასევე საგაზო დაცვის სამსახურის (სადისპეჩეროს) მხრიდან აფეთქების ნებართვის გაცემამ, კერძოდ, ადგილი ჰქონდა შემდეგ დარღვევებს:

ოსტატ-ამფეთქებლებმა დაარღვიეს „სტანდარტი საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთოების წესების შესახებ.“ ადგილი ჰქონდა სამუშაოების თვითნებურად გადანაწილებას - უფლება-მოვალეობების გაცვლას, რამაც გამოიწვია ის, რომ ისინი არ იმყოფებოდნენ იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც მათ ევალებოდათ ყოფნა. მეტიც, ერთ-ერთი ოსტატ-ამფეთქებელი საერთოდ არ წასულა უბანზე აფეთქებითი სამუშაოების ჩასატარებლად, ამის შესახებ კი არ ჩააყენეს საქმის კურსში ხელმძღვანელობა (გადაადგილების შესახებ ინფორმაცია არებულია პოზიციონირების სისტემის მაჩვენებლებიდან).

მას შემდეგ, რაც სამთო ოსტატმა მოახდინა გაზ-მეთანის გეგმური გაზომვა, საჭირო იყო ოსტატ-ამფეთქებელის მიერ გაზ-მეთანის დამატებითი გადაკონტროლება. თუმცა, ოსტატ-ამფეთქებელმა არ განახორციელა სანგრევის დამუხტვა, ასევე არ განახორციელა საგაზო ვითარების კონტროლი (რომელიც აუცილებელია დამუხტვამდე და დამუხტვის შემდეგ), რადგან არ ჰქონდა შახტში წაღებული გაზ-მეთანის საკონტროლო ინტერფერომეტრი. პოზიციონირების სისტემის მაჩვენებლების მიხედვით, ამფეთქებელი არ მისულა ასაფეთქებელი სამუშაოების ჩატარების ადგილზე, არ შეამოწმა ასაფეთქებელი ადგილი და ისე განახორციელა აფეთქება.

კომისიის წინასწარი მონაცემებით დგინდება, რომ N8 ველში +280 ჰორიზონტზე გამორთული იყო ადგილობრივი განიავების ვენტილატორი, რომელიც უზრუნველყოფს სანგრევის განიავებას და გაზის დაგროვების პრევენციას (გამონამუშევარში ჰაერის უწყვეტი ნაკადის მიწოდების გარეშე აფეთქებითი სამუშაოების წარმოება დაუშვებელია).

მიუხედავად იმისა, რომ იმ კონკრეტულ მომენტში მეთანის დონე 1%-ზე მეტი ფიქსირდებოდა, სამთო დისპეჩერმა აფეთქებაზე გასცა ნებართვა, რაც უსაფრთხოების სტანდარტების სრული დარღვევაა”, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქნახშირის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, მიხაილ სოცკის განცხადებით, საქმის დეტალების კვლევა ჯერ ჯერ არ დასრულებულა.

„შესაბამისი უწყებები და „საქნახშირის“ სპეციალური კომისია საბოლოო დასკვნას თვის ბოლოს გააკეთებენ.

„ცნობილია შუალედური შედეგები და გადავწყვიტეთ, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც ამ მომენტისთვის ჩვენთვის გახდა ცნობილი. შუაალედური შედეგებიდან გამომდინარე იკვეთება, რომ ადგილზე დაირღვა ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები. სპეციალისტები სწავლობენ, თუ კონკრეტულად რომელმა უფლებამოსილმა პირებმა დაარღვიეს სამუშაოების ჩატარების წესები და რატომ არ იქნა გაკონტროლებული ადგილზე უსაფრთხოების ნორმები, ასევე, მეთანის მაღალი კონცეტრაციის მიუხედავად რატომ გაიცა აფეთქების ნებართვა. ეს დეტალები კომისიის მუშაობის შედეგად დადგინდება.

მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც „საქნახშირის“ მართვა ჩვენმა გუნდმა ჩაიბარა, ჩვენს მთავარ ამოცანას უსაფრთხოების სისტემების მაღალ დონეზე გამართვა წარმოადგენდა. ჩვენ ეს მოვახერხეთ და ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ სამი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია მძიმე შემთხვევებს. შახტების განვითარების გეგმაც სწორედ უსაფრთხოებაზე გაძლიერებული აქცენტით ცხორციელდება. ტექნიკურად, შახტი სრულად არის აღჭურვილი ყველა საჭირო აპარატურით და ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ დასაქმებულებმა მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში იმუშაონ. მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი თანამშრომლების მხრიდან უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა და თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებაა, რაზეც

"საქნახშირი" აუცილებლად იმუშავებს. ამ პროცესში კი, თითოეული თანამშრომლის ჩართულობა იქნება საჭირო, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ყველანაირი რისკი, რამაც შეიძლება ჩვენი დასაქმებულების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეუქმნას საფრთხე“, - განაცხადა მიხაილ სოცკიმ.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა