არჩილ ჩიქოვანი - ბაქრაძის ქუჩასთან დაკავშირებით მივყვებით სკრინინგის პროცესს, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება და პროექტზე მუშაობა გაგრძელდება

ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, მერია ბაქრაძის ქუჩის პროექტზე მუშაობას უახლოეს მომავალში, სკრინინგის დასრულების შემდეგ გააგრძელებს.

როგორც ჩიქოვანი განმარტავს, მოცემული მდგომარეობა სტიქიურმა მოვლენებმა გამოიწვია.

„ბაქრაძის ქუჩაზე ჩვენ გვქონდა სტიქიური მოვლენების შედეგად გამოწვეული ზიანი. ამასთან დაკავშირებით სამუშაოები დაგეგმილი იყო, გვაქვს კონკრეტული პროექტი. სამუშაოების მიმდინარეობისას საჭიროება დადგა სკრინინგის პროცედურების გავლის, ვინაიდან იქ გარემოს დაცვითი კუთხით კონკრეტული გამოწვევები იდგა. მიღებული გვაქვს რეკომენდაციები გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ. მივყვებით სკრინინგის პროცესს, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება და პროექტზე მუშაობა გაგრძელდება“, - აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.

ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა