„დეილი“  ბსუ-ს სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს

სუპერმარკეტების ქსელი „დეილი“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სუპერმარკეტების ქსელ „დეილს’’ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში განმარტავენ, შეთანხმების საფუძველზე, სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, დასაქმდნენ სუპერმარკეტში და მიიღონ დაფინანსება. მათი ცნობით, კომპანიაში დასაქმების 6-თვიანი პერიოდის გავლის შემდეგ შპს „დეილი“ წარმატებულ სტუდენტებს დაუფინანსებს სწავლის 25%-ს, ხოლო 1-წლიანი პერიოდის გავლის შემდეგ - 50%-ს. მემორანდუმი, ასევე, მიზნად ისახავს ახალგაზრდების სტაჟირებას, სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდება ერთობლივი ტრენინგები, ლექციები, კონფერენციები და დისკუსიები.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე