გიორგი ბარამიძე - დღეს მორიგი სამარცხვინო ფარსია ივანიშვილის ჯიბის სასამართლოში

საზოგადოებამ კარგად იცის ამ პროცესის აბსურდულობა და სამარცხვინოობა - მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს აკეთებდა, რაც საქართველოს ინტერესებისთვის არის საჭირო,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია დანიშნული.

როგორც ბარამიძე განმარტავს, „ივანიშვილის ჯიბის სასამართლოს ამოცანაა, რამენაირად შეაშინოს ქართული საზოგადოება“.

„საზოგადოებამ კარგად იცის ამ პროცესის აბსურდულობა და სამარცხვინოობა, რომელიც წარმართულია საქართველოში პუტინის საამებლად. ივანიშვილმა რომ დაუმტკიცოს ვლადიმერ პუტინს ერთგულება. აჩვენოს, თუ როგორ აწამებს მიხეილ სააკაშვილს, როგორ ასამართლებს იმისთვის, რომ სამშობლოს ემსახურებოდა, თავისი ხალხის ინტერესებს.

მიხეილ სააკაშვილი ურთიერთობდა დასავლელ პარტნიორებთან, რათა საქართველო ძლიერი ყოფილიყო. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რაც საქართველოს ინტერესებისთვის არის საჭირო. იქნება ეს ვიზიტები, თუ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან იმ ხარჯების განხორციელება, რაც აუცილებელია სახელმწიფო ინტერესების დასაცავად და იმ საქმის გასაკეთებლად, რაც დაავალა ქართველმა ხალხმა, როგორც პრეზიდენტს.

დღეს მორიგი სამარცხვინო ფარსია, სასამართლოდ წოდებული, ივანიშვილის ჯიბის სასამართლოში, რომლის ამოცანაც არის ერთი, რამენაირად შეაშინოს ქართული საზოგადოება. მიხეილ სააკაშვილის და მის თანამებრძოლებს, რომ ვერ შეაშინებენ კარგად გაიგეს მეათე წელია“,- აღნიშნავს ბარამიძე.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტიც. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ჩვენებას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელი უფროსი - ანზორ ჩუბინიძე მისცემს. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის