არჩილ ჩიქოვანი - ბათუმში მიმდინარე პროექტები უნდა დასრულდეს ვადებში და რაც მთავარია ხარისხიანად

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ქალაქში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ.
ბათუმის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს მიმდინარე პროექტებსა და დასრულების ვადებზე. ბათუმის მერმა კომპანიების წარმომადგენლებს სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებისკენ მოუწოდა.
არჩილ ჩიქოვანის თქმით, ქალაქი მაქსიმალურად უნდა იყოს მოწესრიგებული ტურისტული სეზონისთვის. შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის მერიის ორგანიზაციების წარმომადგენლები და კონტრაქტორი კომპანიები.
„დღეს სამუშაო შეხვედრა გავმართე ბათუმის მერიის კონტრაქტორ კომპანიებთან, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ. პროექტები, რომლებიც ბათუმში მიმდინარეობს, უნდა დასრულდეს ვადებში და რაც მთავარია ხარისხიანად, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში მოემსახუროს ქალაქს, ბათუმელებსა და ჩამოსულ სტუმრებს. მნიშვნელოვანია, რომ ბათუმი მაქსიმალურად უნდა იყოს მოწესრიგებული ტურისტული სეზონისთვის. თუმცა ზოგ შემთხვევაში არსებობს რიგი პრეტენზიები კომპანიებთან და სწორედ ეს შეხვედრა ემსახურება აღნიშნული საკითხების დროულად გადაწყვეტას. მოგეხსენებათ, ბათუმში არაერთი მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს, როგორიცაა გზების რეაბილიტაცია, მუნიციპალური საბავშვო ბაღებისა და სოციალური სახლების მშენებლობა, ასევე გარეგანათების სისტემის მოწყობა. პროექტების დასრულების შემდგომ მრავალწლიანი პრობლემები სრულად აღმოიფხვრება“ - აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.

























