მაკა ბულეიშვილის ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალისთვის იზოლაციის ვადა 5 დღემდე შემცირდა

ჯანდაცვის ექსპერტის, მაკა ბულეიშვილის ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალისთვის იზოლაციის ვადა 5 დღემდე შემცირდა.

როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, პაციენტებში ინფიცირების მე-5 დღიდან იწყება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.

„ვიცით, რომ სამედიცინო პერსონალისთვის საიზოლაციო ვადა შემცირდა, 5 დღე გახდა. მოგეხსენებათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ყველაზე მეტი გამოწვევის წინაშეა სამედიცინო პერსონალი. არ უნდა შეიქმნას კლინიკებში მედპერსონალის დეფიციტი, განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების შემთხვევაში. ცხადია, თუ 5 დღის შემდეგ სამედიცინო პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ იქნება, რა თქმა უნდა, პაციენტს ვერ მოემსახურება.

რაც კლინიკურად ვნახეთ, პრაქტიკულად ამ 1 თვის განმავლობაში, ძალიან ბევრთან 5-6 დღიდან ხდებოდა პროცესის უკან დახევა. ადამიანის ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდებოდა. ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს ვადები შემცირდეს, განსაკუთრებით მედპერსონალთან. არც ის ფაქტია გამორიცხული, რომ ვერ მოხდეს 5 დღის ვადაში ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს დაავადება“,- აღნიშნავს ჯანდაცვის ექსპერტი.

მან კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ძირითადად გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციაა.

„ძირითადად, გარდაცვალების მიზეზი მაინც არის ან დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია ან არის შემთხვევა, როდესაც პაციენტს აქვს ფონური, ქრონიკული დაავადებები. ადამიანების გარკვეულ კატეგორია უარს აცხადებს ჰოსპიტალურ მკურნალობაზე“, - აღნიშნავს მაკა ბულეიშვილი.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის