სერგეი ლავროვი - ლონდონთან ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია მხოლოდ დიალოგის გზით, რომელიც ეფუძნება ერთმანეთის ლეგიტიმური ინტერესების აღიარებას

მოსკოვსა და ლონდონს შორის ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლებელია მხოლოდ თანაბარი დიალოგის გზით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბრიტანელ კოლეგასთან, ლიზ ტრასთან შეხვედრის წინ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლებელია მხოლოდ დიალოგის გზით, რომელიც ეფუძნება ერთმანეთის ლეგიტიმური ინტერესების აღიარებასა და ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილებების ძიებას“, - განაცხადა ლავროვმა მოლაპარაკებების დაწყებამდე.

მისი თქმით, თუ ვიზიტი მიზნად ისახავს კრიზისის დაძლევას, მოსკოვი ადეკვატურად უპასუხებს.

„ვერ ვიქნებით კმაყოფილი ურთიერთობებით, რომლებიც, ალბათ, ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა“, - აღნიშნა ლავროვმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ მხარეები აღადგენენ ორმხრივი თანამშრომლობის მექანიზმებს. სერგეი ლავროვისა და ლიზ ტრასის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის