შალვა პაპუაშვილი ვესტმინსტერის ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვესტმინსტერის ფონდის დემოკრატიისთვის (Westminster Foundation for Democracy) აღმასრულებელ დირექტორს, ენტონი სმიტს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს პარლამენტისა და ვესტმინსტერის ფონდის ნაყოფიერი თანამშრომლობა.

შალვა პაპუაშვილმა ფონდის დირექტორს მადლობა გადაუხადა საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის მხარდაჭერისთვის, მათ შორის პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებისა და მოქალაქეების საკანონმდებლო პროცესებში ჩართულობის გაუმჯობესებისთვის.

მხარეებმა, აგრეთვე, ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები დელეგაციის გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო