გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი სამხედრო პირია.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი ავტოსგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ავტობანზე მამაკაცს სატრანსპორტო საშუალება დაეჯახა და სახიდე გადასასვლელიდან გადავარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა