თამარ კორძაია ეროვნულ თანხმობაზე - პროცესი კვლავ ბუნდოვანი რჩება

პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ პარლამენტში რაც მოხდა რეზოლუციასთან დაკავშირებით, იყო სამარცხვინო, უბრალოდ ვერ გავიგეთ, რასთან მიმართებაში იყო ეს შეფასება. რატომ იყო საშინელება ეს გვაინტერესებს და ამაზე პასუხი არ გვქონდა , - ამის შესახებ დეპუტატმა თამარ კორძაიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კორძაიას თქმით, ისეთი პროცესების შეფასებასთან დაკავშირებით როგორიც არის პარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღება პრეზიდენტს მკაფიო პოზიცია უნდა ჰქონდეს და არ უნდა იყოს სტერილური.

„პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომლითაც მან თქვა, რომ პარლამენტში რაც მოხდა რეზოლუციასთან დაკავშირებით ეს იყო სამარცხვინო, უბრალოდ ვერ გავიგეთ, რასთან მიმართებაში იყო ეს შეფასება. მე მესმის, რომ ერთად დასხდომის და მსჯელობისას პრეზიდენტი უნდა იყოს ნეიტრალური, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნის მთავარსარდალი იყოს სტერილური ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და ისეთი პროცესების შეფასებასთან დაკავშირებით როგორიც არის პარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღება და მხოლოდ იმის თქმა რომ საშინელება იყო. რატომ იყო საშინელება ეს გვაინტერესებს და ამაზე პასუხი არ გვქონდა“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

თამარ კორძაიას თქმით, შეხვედრისას საკითხების თემატური შერჩევა არ ყოფილა, რამაც გაურკვევლობა გამოიწვია.

„არანაირი თემატური შერჩევა საკითხების არ ყოფილა. თავიდან ყველანი ვიყავით გაურკვევლობაში. ვცდილობდით მნიშვნელოვანი საკითხების შერჩევას. ერთი სიტყვით, კომუნიკაცია გაგრძელდება იმ თვალსაზრისით, რომ მოდერატორები შეაჯამებენ დღევანდელი შეხვედრის შედეგებს და ალბათ, თემების გაყოფა მოხდება, თუმცა კვლავ ბუნდოვანი რჩება პროცესი, იმ თვალსაზრისით, რომ მაგალითად შეიქმნა სასამართლო რეფორმების თემატური ჯგუფი ამ ფორმატში, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამ ჯგუფში მყოფ ადამიანებს პარლამენტში არსებულ სასამართლო რეფორმის ჯგუფთან. ძალიან ბევრი შეკითხვაა, რაც ცოტა მეტ სინათლეს საჭიროებს ამ პროცესში. დღეს, ჯერჯერობით ამ შეკითხვებზე პასუხი არ გვაქვს.

დაკავშირება წარსულის შეცდომების დღევანდელობასთან და დღევანდელობის პრობლემებზე რეაგირება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ ეს იზოლირებულად იქნა განხილული, მაშინ არავის არა აქვს ამ პროცესში მონაწილეობის ინტერესი. პროცესს დღევანდელ პრობლემებზე უნდა ჰქონდეს გავლენის მოხდენის პრეტენზია“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?
შეიძინე და მიიღე საჩუქარი - 28,29,30 ივნისს მოდუსში დაუჯერებელი ფასდაკლებები გელოდება!