„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ინფორმაციით, ქუთაისის მერიამ ტურიზმის ცენტრისთვის 56 980-ლარიანი ავტომობილი შეიძინა, რომელიც სავარაუდოდ, გაუმართავი იყო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ინფორმაციით, ქუთაისის მერიამ ტურიზმის ცენტრისთვის 56 980-ლარიანი ავტომობილი შეიძინა, რომელიც სავარაუდოდ, გაუმართავი იყო

„ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისის მერიას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას თქმით, მერიამ ტურიზმის ცენტრისთვის 56 980 ლარიანი ავტომობილი შეიძინა.

მისივე ინფორმაციით, ავტომობილი, სავარაუდოდ, გაუმართავი იყო, რადგან შეძენიდან მალევე მის რემონტზე 6136 ლარი დაიხარჯა.

მისივე თქმით, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კორუფციულ გარიგებას. მისი თქმით, უნდა დადგინდეს, ვის ეკუთვნოდა გაუმართავი ავტომობილი და რა ინტერესი ამოძრავებდა ქუთაისის მერიას თითქმის 57 000 ლარი გადაეხადა გაუმართავ ავტომობილში.