რუსთავის მერი ევროკავშირისა და ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

ევროკომისიის სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ეკონომიკური ინვესტიციების გეგმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი საქართველოსა და მოლდოვაში - დიანა იაბლონსკა, რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს შეხვდა. შეხვედრას ევროკომისიიდან და ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობიდან ესწრებოდნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, რუსთავის მერიაში გამართულ შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსთავის მდგრად განვითარებაზე, ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, დეცენტრალიზაციაზე, თანამედროვე მუნიციპალური სერვისებზე, პროფესიულ განათლებაზე, ასევე ადგილობრივ დონეზე შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე.

„რუსთავის მერიაში ვუმასპინძლეთ საქართველოში ევროკავშირისა და ევროკომისიის გენერალური დირექტორატის წარმომადგენლობას. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე და იმ გამოწვევებზე, რაც დღეს აქვს ქალაქს. საუბარი ასევე შეეხო სამომავლო გეგმებს, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ. მე ვფიქრობ, თანამშრომლობას კიდევ უფრო აქტიურად და საინტერესოდ გავაგრძელებთ, რაც კონკრეტულ პროექტებში გამოიკვეთება“ , - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

დიანა იაბლონსკას განცხადებით, რუსთავი ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია, რომელიც ევროკავშირის ინიციატივის - „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მონაწილეთა ე.წ. მოკლე სიაში მოხვდა.

„ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილებები და ეკოლოგიური მდგომარეობა, ამ პროცესის მთავარ ნაწილს, რა თქმა უნდა მოქალაქეები შეადგენენ. მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ რუსთავი ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის - ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მონაწილეთა ,,შორთლისტშია“. პროგრამა მიმართულია ტექნოლოგიებზე და მოქალაქეების კეთილდღეობაზე, ჩვენ პარტნიორებთან - გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად ვახორციელებთ მას. ეს არის ჩვენი დახმარება იმ ინოვაციური პროექტების განხორციელებისთვის, რომელიც მოქალაქეების კეთილდღეობაზეა ორიენტირებული“, - განაცხადა დიანა იაბლონსკამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო