რუსთავის მერი გერმანიის ელჩს შეხვდა

რუსთავის მერი გერმანიის ელჩს შეხვდა

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. რუსთავის მერმა, ელჩთან დეცენტრალიზაციაზე და ადგილობრივ დონეზე მმართველობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ნინო ლაცაბიძემ ჰუბერტ ქნირშს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. როგორც ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, რუსთაველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

„გერმანიის ელჩის სტუმრობისას საუბარი რუსთავში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასც შეეხო. როგორც ნინო ლაცაბიძემ ელჩთან საუბარში განაცხადა, მუნიციპალიტეტი მმართველობის ის რგოლია, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს, მასში ნაკლები პოლიტიკა უნდა იყოს და მეტი საქმე.

ნინო ლაცაბიძემ ჰუბერტ ქნირშს, მუნიციპალური სერვისების განვითარების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებიც გააცნო“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025