დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ჯაბა სირბილაძემ ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებთან მორიგი შეხვედრა გამართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ჯაბა სირბილაძემ ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებთან მორიგი შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებულ პირებს, ორი კვირის განმავლობაში, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით შესრულებული სამუშაოებისა და მიღწეული შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„ამ მიმართულებით, უმოკლეს ვადაში, არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა. აღსანიშნავია, რომ კიდევ სამმა ოჯახმა მოიძია საცხოვრებელი ფართები, რომლებიც სააგენტომ შეუსყიდა. ჯამში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრები 36 დევნილი ოჯახი უკვე განსახლდა და პროცესი, მომავალშიც დაჩქარებული ტემპით გაგრძელდება.

გაცემული დაპირების შესაბამისად, 2022 წელს, ეტაპობრივად, „ქართლში“ მცხოვრები ყველა დევნილი სათანადო საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება.

სააგენტოში გამართულ შეხვედრას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი და დევნილთა ინტერესების დამცველი იურისტი ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს