ქობულეთის მერი „ნაციონალურ მოძრაობას" ეხმაურება და ურჩევს, დოკუმენტების წაკითხვა ისწავლოს

ქობულეთის მერი ლევან ზოიძე აცხადებს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მორიგ პერფორმანს მართავს. მისივე თქმით, ოპოზიციამ დოკუმენტაციის სწორად წაკითხვა უნდა ისწავლოს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ატყუებს ხალხს. აღნიშნულ მშენებლობის ნაწილს, რომელიც მიმდინარეობს, ნებართვა აქვს, ხოლო ნაწილი - ერთსართულიანი შენობა არის დაჯარიმებული და მიმდინარეობს საქმის წარმოება. კარგად გაეცნონ დოკუმენტაციას და ისწავლონ დოკუმენტების წაკითხვა",- აღნიშნა ლევან ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქობულეთის მერიასთან ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ქობულეთის მერთან ლევან ზოიძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბონდო თედორაძე აცხადებს, კომპანია „კრისტალ ბილდინგს“ საპარკინგეს მოსაწყობად ნებართვა ჰქონდა, თუმცა ქვის ნაგებობების აშენება დაიწყო. ბონდო თედორაძის თქმით, აღნიშნული კომპანიის უკან აჭარის მთავრობა დგას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს