ბადრი ჯაფარიძე - ასეთი სისულელე თქვა უგულავამ - გაერთიანდნენ ყველა ერთი ქოლგის ქვეშო? - არ მგონია, ასეთი რამე ეთქვას - ჩვენ ვართ „ლელო საქართველოსთვის“, არანაირი ქოლგის ქვეშ გაერთიანებას არ ვაპირებთ

ასეთი სისულელე თქვა უგულავამ - გაერთიანდნენ ყველა ერთი ქოლგის ქვეშო? - არ მგონია, ეგეთი რამე ეთქვას, ჩვენ ვართ „ლელო საქართველოსთვის", არანაირი ქოლგის ქვეშ გაერთიანებას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება სისულელეა.

"ასეთი სისულელე თქვა უგულავამ - გაერთიანდნენ ყველა ერთი ქოლგის ქვეშო? - მე ასეთი სისულელე არ წამიკითხავს. მე არ მგონია, უგულავას ეგეთი რამე ეთქვას. ჩვენ ვართ "ლელო საქართველოსთვის", არანაირი ქოლგის ქვეშ გაერთიანებას არ ვაპირებთ, არც გვქონია მიზანი, მგონი, თქვენ (ჟურნალისტები) კარგად არ გაეცანით (უგულავას განცხადებას), ჰკითხეთ ავტორს. ოპოზიციური პარტიების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება, რასაც თქვენ ამბობთ, ეს არის სისულელე, თქვენ როგორც ამბობთ და სწორია, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს თავის ხედვა, სამოქმედო გეგმა, თავის მხარდამჭერები უნდა გაზარდოს მაქსიმალურად, ეს არის სწორი,"- განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისათვის, გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა იყოს ქოლგა პარტია ყველასთვის.

"ბევრ პატარა პარტიას, პოლიტიკურ ჯგუფს თუ ინდივიდს ბუნებრივად ექნება მოთხოვნა ამ დიდი ხომალდის ნაწილი გახდეს ისე, რომ არ დაკარგოს იდენტობა და საკუთარი დღის წესრიგის წარმოჩენა შეეძლოს. ასე ყალიბდება პოლიტიკური ჯგუფები, ალიანსები და შიდაკოალიციები. „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ე.წ. ქოლგა პარტია ყველასთვის, ვინც ეთანხმება სადამფუძნებლო პრინციპებს, იდეალებს, პატივს სცემს პარტიის ბიოგრაფიას, თუნდაც რომ კრიტიკულად აფასებდეს ბევრ საკითხს,"- განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, უნდა „წარმოვიდგინოთ, რომ შემდეგ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ოცნების“ გარდა არის ბლოკი, რომელიც აერთიანებს „ლელოს“, „გახარია საქართველოსთვის“, გიორგი მარგველაშვილს, გიორგი კვირიკაშვილს, ირაკლი ალასანიას, დავით ბაქრაძეს, გიორგი ვაშაძეს“.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს