იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2022 წლის სამოქმედო გეგმას 14 თებერვალს დაამტკიცებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2022 წლის სამოქმედო გეგმაზე მუშაობს.პარლამენტის ინფორმაციით, სამოქმედო გეგმაში ასახულია ის საკითხები, რომლებზეც კომიტეტს მოუწევს მუშაობა კანონშემოქმედებითი მიმართულებით, იქნება ეს ახალი კანონების მიღება თუ კანონებში ცვლილებების შეტანა, ასევე თანამდებობის პირების არჩევა, ანგარიშების მოსმენა და უწყებებთან კოორდინაცია.

„განხილვას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები, როგორც საპარლამენტო უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან, ასევე ყველა იმ უწყების წარმომადგენელი, რომელთანაც ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს და რომლებსაც ეს საკითხები შესაძლოა ეხებოდეს. უკეთესი კოორდინაციის მიზნით მიზანშეწონილი იყო სამოქმედო გეგმის აღნიშნულ ფორმატში განხილვა, რათა ყველა უწყებამ იცოდეს ის ძირითადი საკითხები, რაზეც კომიტეტს 2022 წელს მოუწევს მუშაობა", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, 2022 წლის სამოქმედო გეგმა კომიტეტის მიერ, ოფიციალურად, 14 თებერვალს დამტკიცდება, რის შემდეგაც გადაეგზავნება პარლამენტის ბიუროს და დოკუმენტი იქნება საჯარო.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამოქმედო გეგმის განხილვას კომიტეტის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ: საქართველოს მთავრობის, გენერალური პროკურატურის, შსს-ის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სუს-ის, იურიდიული დახმარების სამსახურის, ადვოკატთა ასოციაციისა და მედიატორთა ასოციაციის წარმომადგენლები.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო