ფოთში ევაკუატორების მძღოლებმა აქცია გამართეს

ფოთში ევაკუატორების მძღოლებმა ერთ-ერთ გადამზიდავ ტერმინალთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ახალი რეგულაციის თანახმად, მათ შემოსავლების სამსახური იმ ავტომობილების განბაჟებას ავალდებულებს, რომლის გადაზიდვასაც ისინი პორტებიდან სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით ახორციელებენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ ვალდებულებაში მხოლოდ ავტომობილების ტრანსპორტირება შედის და განბაჟებაზე მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრება არასწორია. მძღოლების თქმით, დააყადაღებულია საბანკო ანგარიშები და საქმიანობის გაგრძელებას ვერ ახერხებენ.

შეკრებილები დახმარებას და პასუხისმგებელი უწყების მხრიდან განმარტებას ითხოვენ.

,,ჩვენ ვეწევით შიდა გადაზიდვებს, საქართველოს მასშტაბით პორტებიდან გაგვყავს ავტომობილები და მიგვყავს თბილისსა და მიმდებარე ტერიტორიებზე. კლიენტი გვიგზავნის მინდობილობას, რის საფუძველზეც გამოგვყავს ავტომობილები. ამ მინდობილობის შინაარსი არის ის, რომ მხოლოდ გვეძლევა ტერმინალიდან მის ნაცვლად მანქანის გამოყვანის და ტრანსპორტირების უფლება, შემდეგ ამ შეტყობინებას დაემატა გრაფა, რომ აუცილებელია ამ მანქანების განბაჟება, მაგრამ ეს ჩვენს ვალდებულებაში არ შედის, რადგან ჩვენ მინდობილობით ამ მანქანების არც განკარგვის, არც გაყიდვის უფლება არ გვეძლევა. გვინდა, რომ მინდობილობის ტექსტი ჩაასწორონ. ჩვენი საქმიანობის უფლება არ გვეძლევა", - განაცხადა აქციის მონაწილე ავთანდილ დევიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს