“კონდომის ემოჯის შექმნა” კონდომის საერთაშორისო დღეს AHF საქართველოსთან ერთად

უკვე თითქმის ყველაფრის ემოჯი არსებობს, გარდა უსაფრთხო სექსისა. მოდით შევცვალოთ ეს 2022 წლის კონდომის საერთაშორისო დღეს (ICD)! შეუერთდით შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) უახლეს ადვოკატირების კამპანიას - "კონდომის ემოჯის შექმნა!"

ბადრიჯნებიდან და ატმებიდან დაწყებული ბანანებითა და მარწყვებით დამთავრებული, ემოჯიები ჩვეულებრივი რამ გახდა სექსუალური მესიჯების გაცვლის დროს. ნათელია, რომ მსოფლიო მზადაა კონდომის ემოჯისთვის, რასაც ზოგიერთი შემაშფოთებელი სტატისტიკაც ადასტურებს. მსოფლიოში ყოველდღიურად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციით (სგგი) დაახლოებით მილიონი ადამიანი ავადდება, ხოლო იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) ყოველწლიურად - 1,5 მილიონი. არ არსებობს კონდომის საერთაშორისო დღეზე უკეთესი დრო, რომ კონდომის ემოჯი რეალობად ვაქციოთ!

AHF-ის თითქმის 45-ვე წარმომადგენელი ქვეყნის გუნდები ემოჯების კამპანიის გარდა საინტერესო და ინფორმაციულ ICD ღონისძიებებს უმასპინძლებენ, როგორიცაა "უსაფრთხო სექსუალურია" და "ყოველთვის მოდაშია". ICD-ის დღესასწაულები ყოველთვის სახალისოა და შესანიშნავი საშუალებაა მსოფლიოს შევახსენოთ, რომ კონდომი ყველაზე ეკონომიურ მეთოდად რჩება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, მათ შორის აივ-ის, პრევენციისთვის.

გასული წლების მსგავსად, 13 თებერვალს, კონდომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ გლობალურ კამპანიას საქართველოც უერთდება სლოგანით „ყოველთვის მოდაშია“. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, AHF საქართველოს წარმომადგენლობა აქტივობებს ძირითადად ვირტუალურ სივრცეში, სოციალურ ქსელში განახორციელებს. მომზადდება საინფორმაციო ვიდეო რგოლი, საინფორმაციო პოსტები, რომლებიც განთავსდება AHF საქართველოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. ასევე, სარეკლამო ბანერები განთავსდება როგორც ონლაინ, პოპულარულ ინტერნეტგვერდებზე.

„დროა კონდომის გარშემო არსებული სტიგმა დავარღვიოთ და უსაფრთხო სექსის შესახებ კომუნიკაცია გავამარტივოთ. კონდომის ემოჯის დანერგვა ყველა ციფრულ პლატფორმაზე სახალისო და კრეატიული გზა იქნება ამის გასაკეთებლად. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმ ენაზე, რომელიც ახალგაზრდებს მიწვდება, რადგან ისინი ყველაზე მეტად არიან რისკის ქვეშ “, თქვა AHF-ის გლობალური ადვოკატირებისა და პოლიტიკის ხელმძღვანელმა ტერი ფორდმა. „გარდა ამისა, ისევე როგორც COVID-19 ვაქცინების შემთხვევაში, პანდემია მილიონობით ადამიანისთვის კონდომზე ხელმისაწვდომობას ართულებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მთავრობებმა და ჯანდაცვის საზოგადოებრივმა დაწესებულებებმა უფასო ან დაბალ ფასიან კონდომებზე წვდომა უმთავრეს პრიორიტეტად უნდა აქციონ, რადგან ეს ყველაზე ეკონომიური საშუალებაა აივ-ის, სხვა სგგი-ების და დაუგეგმავი ორსულობის თავიდან ასაცილებლად”.

სხვა ქვეყნებში AHF-ის ორგანიზებული ICD ღონისძიებების სანახავად, ეწვიეთ InternationalCondomDay.org.

შიდსის ჯანდაცვის ფონდი (AHF), შიდსის უმსხვილესი გლობალური ორგანიზაცია, ამჟამად უწევს სამედიცინო დახმარებას და/ან მომსახურებას 1,6 მილიონზე მეტ ადამიანს მსოფლიოს 45 ქვეყანაში აშშ-ში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში/კარიბებზე, აზიის/წყნარი ოკეანის რეგიონში და ევროპაში. AHF-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს: www.aidshealth.org, გვიპოვეთ Facebook-ზე: www.facebook.com/aidshealth და გამოგვყევით Twitter-ზე: @aidshealthcare და Instagram: @aidshealthcare

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო