ვანი-სულორის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვანი-სულორის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე მეწყერული პროცესების გააქტიურების შედეგად, გზის სავალი ნაწილი ძლიერ დაზიანდა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის შესაბამისი სპეციალისტების მიერ მონაკვეთის დათვალიერება და მდგომარეობის შესწავლა მიმდინარეობს, რის შემდეგაც ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის დროებითი ღონისძიებები დაიგეგმება.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

























