ავსტრალია უკრაინიდან საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციას იწყებს

ავსტრალია უკრაინიდან საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციას იწყებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ მარიზ პეინის განცხადებით, თანამშრომლები დროებით კიევიდან ლვოვის ოფისში გადაიყვანეს, რომელიც პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით 70 კილომეტრით არის დაშორებული.

„ჩვენ ავსტრალიელებს ვურჩევთ დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა კომერციული გზით“, - თქვა პეინმა.

პრემიერ-მინისტრ სკოტ მორისონის თქმით, სიტუაცია "ძალიან სახიფათო ეტაპს აღწევს" და რომ "რუსეთის ავტოკრატიული ცალმხრივი ქმედებები უკრაინის მუქარისა და დაშინების მიზნით არის სრულიად მიუღებელი".

პრემიერ-მინისტრმა ჩინეთს მოუწოდა, უკრაინაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ხმა ამოიღოს.

„ჩინეთის მთავრობა სიამოვნებით აკრიტიკებს ავსტრალიას... მაგრამ მაინც ჩუმად რჩება უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების თავმოყრის შესახებ“, - თქვა მორისონმა პრესკონფერენციაზე.

30.06.2025 / 09:10

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
ეროვნული გამოცდების წინ, საბანკო ასოციაცია აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე