სენაკის მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილის ცხედარი იდენტიფიცირებულია.
,,გარდაცვლილ მამაკაცს თითქმის 25 დღეა ეძებენ. ცხედარი ექსპერტიზაზე იყო გადასვენებული და თუ რით გარდაიცვლა, ექსპერტიზა დაადგენს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მერის წარმომადგენელმა გოგა ქორიძემ.

























