ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეზე პარლამენტში გრიგოლ ლილუაშვილს იბარებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს ფარულ მოსმენებთან და ე.წ ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში იბარებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, გრიგოლ ლილუაშვილმა მას და ორ ტელეკომპანიას ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სასამართლოში უჩივლა.

მისივე თქმით, გრიგოლ ლილუაშვილი საერთაშორისო გამოძიების საგანი გახდა.

„საზოგადოებას აქვს ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არა ერთ სკანდალშია გახვეული, მათ შორის, მამაოების, მეუფეების მოსმენის საქმე, რაზეც მათ განცხადებაც კი არ გაუკეთებიათ და მისი ხელმძღვანელი არც კი შეწუხებულა, როცა მამაოების, მეუფეების, პედაგოგების კრებსებზე იყო საუბარი და მათ შორის, არა ერთ სკანდალშია გახვეული თუ როგორ იპარავენ მაგალითად, წინასაარჩევნოდ ადამიანებს, როგორ იპარავენ და კლავენ დეპუტატებს და ეს ყველაფერი უკავშირდებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. არასდროს, არც ერთხელ სუს-ის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილს არანაირი განცხადება ამ მიმართულებით არ გაუკეთებია და რომ უსმენენ მთელ საქართველოს, რომ უსმენენ მამაოებს, მეუფეებს, პედაგოგებს, რომ მათ ფაქტობრივად საძინებლებში წერენ ამაზე არასდროს, არანაირი რეაგირება არ ჰქონია. გაგიკვირდებათ და რამდენიმე დღის უკან მან მე და ორ ტელეკომპანიას გვიჩივლა სასამართლოში „ქოლ-ცენტრების“ საქმეზე, რომელიც უკავშირდება ინტერნაციონალურ თაღლითურ დანაშაულს, საიდანაც „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი, ლილუაშვილი და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი წელიწადში დაახლოებით მილიარდ დოლარამდე შავ ფულს გამოიმუშავებდნენ და ამ თანხებს წინასაარჩევნოდ იყენებდნენ ზონდერების და პროვოკატორების მოსასყიდად საარჩევნო უბნებზე. რატომ გადაწყვიტა გრიგოლ ლილუაშვილმა ჩივილი მხოლოდ ამ საკითხზე? - ჩვენი ინფორმაციით, ის გახდა საერთაშორისო გამოძიების საგანი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ადამიანის წინააღმდეგ დაიწყება გამოძიება, როგორც მთავარი ე.წ. კრიშა ქოლ-ცენტრების, საიდანაც ძარცვავენ ევროკავშირის მოქალაქეებს. მე დღეს დამატებით ჩვენს პარტნიორებს, ევროპელ კოლეგებს ჩავაყენებ საქმის კურსში ოფიციალური წერილით, ასევე ჩვენ დღეს ვითხოვთ გრიგოლ ლილუაშვილის მოსვლას პარლამენტში და შესაბამისი წერილი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გაიგზავნება, რომ ის მობრძანდეს და გაგვცეს კონკრეტულ კითხვებზე პასუხი. ჩვენ ვნახეთ პროპაგანდა, რომელიც ამოქოქა „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა პროპაგანდისტულმა არხებმა და ახლა გაახსენდათ „ქოლ-ცენტრები“, არადა როცა კონკრეტულ მისამართებზე მივდიოდი და ვამხელდი, მაშინ არანაირი რეაგირება ამ მიმართულებით არ ჰქონიათ. მხოლოდ მას შემდეგ ანერვიულდნენ, რაც ბატონი ლილუაშვილი, ბატონი უჩა მამაცაშვილი და სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილითაც დაინტერესდნენ გამომძიებლები, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა იმყოფებიან, ვგულისხმობ, გერმანელ და ფრანგ სამართალდამცველებს, რომლებიც ამ მიმართულებით იძიებენ საქმეს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო