კოკა კაციტაძე - ინსპექტორის საქმიანობას დადებითად ვაფასებ - ყველა იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა, ძალიან სწრაფად მოხდა გამოძიების ჩატარება

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატი კოკა კაციტაძე სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობას დადებითად აფასებს.

როგორც კაციტაძემ პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, აქამდე წარმოებულ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დროულად ჩაატარა.

„ინსპექტორის საქმიანობას დადებითად ვაფასებ. აღვნიშნე კიდევაც, რომ გამოძიების დროულობის მიმართულებით, მათ არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ. ასევე, ყველა იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა, ძალიან სწრაფად მოხდა მათზე გამოძიების ჩატარება და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. ამ წარმატების ნაწილია პროკურატურაც, რომელიც საპროცესო ხელმძღვანელობას და სისხლის სამართლებრივ დევნას ახორციელებდა ამ საქმეებზე. ვერცერთ საქმეს ვერ მომიყვანთ, რომელზეც არსებობდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ინსპექტორმა ძალიან სწრაფად არ მოახდინა რეაგირება“, - განაცხადა კაციტაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს უსმენენ. აღნიშნულ თანამდებობაზე ემზარ გაგნიძისა და კარლო კაციტაძის კანდიდატურებია წარდგენილი. სპეციალური საგამოძიებო სამსახური სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად შეიქმნა. ამავე სამსახურის ბაზაზე ჩამოყალიბდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიც, რომლის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა უკვე მოუსმინა. მათ პარლამენტი ხმათა უმრავლესობით 6 წლის ვადით აირჩევს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?