ხობის მუნიციპალიტეტში, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე, მინი ფეხბურთში აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის თასის გათამაშებამ სტარტი აიღო.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სპორტულ ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდა.
მათივე ცნობით, საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩები 16 თებერვალს, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე გაიმართება.
სპორტული შეჯიბრება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით ხორციელდება.