რუსთავის ბიუჯეტი 11 მილიონ ნახევარი ლარით გაიზარდა

რუსთავის ბიუჯეტი 11 მილიონ ნახევარი ლარით გაიზარდა და 92 მილიონ 789 ათასი ლარი გახდა. რუსთავის საკრებულომ, ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს, მხარი დღევანდელ სხდომაზე ერთხმად დაუჭირა.

საკრებულოს სხდომაზე, ,,ერთიანი ნაციონალურ მოძრაობისა“ და ,,ქართული ოცნების“ წევრ დეპუტატებს შორის, ავარიული შენობების რეაბილიტაციის საკითხზე საუბარს, სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიამ, „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა.

ურთიერთშელაპარაკების მიუხედავად, ნაციონალურმა მოძრაობამ, ისევე როგორც ,,ქართულმა ოცნებამ“ და პარტია ,,საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა, ბიუჯეტში ცვლილებას, მხარი ერთხმად დაუჭირეს.

,,რუსთავის ბიუჯეტი 11 მლნ. ნახევარი ლარით გაიზარდა და 92 მლნ. 789 ათასი ლარი შეადგინა. გაზრდილი ბიუჯეტიდან, თანხა მოხმარდება ავარიული შენობების გამაგრება-გაძლიერებას, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და ყველა იმ პროექტს, რომლის განხორციელებაც მოსახლეობის მხრიდან იყო მოთხოვნილი. პროცედურების გავლის შემდეგ გამოცხადდება შესაბამისი ტენდერები და დაიწყება სამუშაოები. ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია ავარიული სახლების გამაგრება-გაძლიერება. დღეს შეტანილი ცვლილებებით, 3 მილიონი ლარი დაემატა ავარიული შენობების გამაგრება-გაძლიერებას და ასე გაგრძელდება მომავალშიც“, - განაცხადა ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრმა ზურა ტაბაღუამ.

ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი, რუსთავის მერიამ დასამტკიცებლად საკრებულოს ორი კვირის წინ წარუდგინა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს