იაპონია რუსეთს, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სანქციებით ემუქრება

თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, იაპონია შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს, მათ შორის სანქციების შესაძლო დაწესების კუთხით, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინიტრმა იოშიმასა ჰაიაშიმ განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, იაპონიას კონფლიქტის დიპლომატიური დიალოგის გზით გადაწყვეტა სურს“, - აღნიშნა ჰაიაშიმ, თუმცა დასძინა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, იაპონია კოორდინაციას გაუწევს საკუთარ სამოქმედო გეგმას „დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინიტრომ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, უკრაინა დაუყოვნებლივ დატოვონ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის