პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს ორი ე.წ. პროფესიული წევრი აირჩია. მმართველმა გუნდმა ცესკოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე მოქმედ თავმჯდომარეს - გიორგი კალანდარიშვილს, ხოლო ცესკო-ს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე მოქმედ წევრებს - მაია ზარიძესა და გია ცაცაშვილს დაუჭირა მხარი.

მათი არჩევა უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერით მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამდებობას ხუთი წლის ნაცვლად, კვლავ ექვსი თვის ვადით დაიკავებენ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე ორი კანდიდატი - გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე წარუდგინა. ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე კი წარდგენილი იყვნენ: ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.

მათ ასარჩევად კენჭისყრა ზედიზედ ორჯერ ჩატარდა. კანდიდატებს თავდაპირველად კენჭი ეყარა 2/3-იანი კვორუმით, თუმცა ხმათა 2/3-ით ვერც ერთი კანდიდატის არჩევა ვერ მოხდა.

ამის შემდეგ კენჭისყრა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით გაიმართა. აღნიშნული კენჭისყრის შედეგი ასეთი იყო:

გიორგი კალანდარიშვილი 84 - მომხრე; 2 - წინააღმდეგი;

მაია ზარიძე 80 - მომხრე; 2 - წინააღმდეგი;

გია ცაცაშვილი 78 - მომხრე; 2 - წინააღმდეგი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო