ფოთში, ჩვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ დედას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

ფოთში, ჩვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ დედას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.
შემთხვევა, 14 თებერვალს, ფოთში, დევნილთა დასახელებაში მოხდა. ჩვილის ცხედარი საკანალიზაციო მილში მას შემდეგ ნახეს, რაც მილი გაიჭედა და დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ 34 წლის ქალმა ბინაში იმშობიარა.
სამართალდამცველებმა ქალი იმავე საღამოს დააკავეს. გუშინ მას სამშობიარო სახლში კვლევები ჩაუტარდა, რის შედეგადაც მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ქალი ხუთი დღის ნამშობიარევი იყო.
ბინაში, სადაც შემთხვევა მოხდა, ქალი ქმართან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა.

























